Wednesday, April 27, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს განხილული საკითხები:

1. საავტორო უფლებების გაცნობა;
2. პროექტისათვის მოძიებული სურათების ინტერნეტ მისამართების შეტანა პროექტში;
3. პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე;
4. ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე.


დღეს შესწავლილი საკითხები საშუალებას მომცემს პროექტში შევიტანო მოძიებული სურათების ინტერნეტ მისამართები. ჩემი პროექტის პრეზენტაცია ავტვირთო ბლოგზე, ასევე ავტვირთო ვიდეოები. საავტორო უფლებებს ვიცნობდით, მაგრამ ტრენერისაგან კიდევ მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია.

პროექტის პრეზენტაცია

Tuesday, April 26, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს განხილული საკითხები:

1. მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფის ახალი მეთოდების განხილვა-გაცნობა;
2. პროექტის პრეზენტაციის შევსება;
3. საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაობა;
4. სურათების მოძიება ინტერნეტში, მათი შენახვა და პრეზენტაციაში ჩასმა.


დღეს გავეცანით მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფის ახალი მეთოდებს. შევავსეთ პროექტის პრეზენტაცია. ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაში.  ვისწავლეთ ინტერნეტში სურათების მოძებნა, მათი შენახვა და პრეზენტაციაში ჩასმა.

Thursday, April 21, 2016

ტრენინგის მესამე დღე

დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები:

1.პროექტის გეგმის შევსება;
2. ესგ-დან შესაბამისი სტანდარტის შეტანა პროექტში;
3. XXI-ე საუკუნის შესაბამისი სტანდარტების შეტანა პროექტში;
4. პროექტის მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
5. მიმართულების მიმცემი კითხვების დასმა.

დღეს განხილული საკითხები საშუალებას მომცემს ვიმუშაო პროექტის გეგმის მომზადებაზე.

ტრენინგის მეორე დღე

დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები:

1. პროექტის შაბლონების გადმოგზავნა მონაწილეთათვის;
2. პროექტის შაბლონზე მუშაობა;
3. პუბლიკაციის მომზადება პროგრამა Word-ში:
  ა)ფურცლის გაფორმება;
  ბ) ჩარჩოში ჩასმა;
  გ) სურათების შეტანა;
  დ) პუბლიკაციის მომზადება გამოსაცემად;
4. Blog-ზე რეგისტრაცია და რეფლექსიის გამოყენება.

 
დღეს შესწავლილი საკითხები საშუალებას მომცემს ვიმუშაო პროექტზე, მოვამზადო პუბლიკაციები Word-ში, გავაკეთო ბუკლეტი, მოსაწვევი და ა. შ.
გამოვაქვეყნო ბლოგზე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის ამსახველი მასალები.